პროექტის რეფლქსია:
სასწავლო პროექტი
– კონკრეტული პრობლემის გადაჭრის
ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა,
რომლის დროსაც
ვითარდება კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება
აქტიური
და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
ჩვენი
პროექტი,,ტუბერკულოზი და მასთან ბრძოლა“ ორი
თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 2014 წლის
თებერვალი-მარტში. ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია ასაკი იყო შეუზღუდავი.
საპროექტო
თემა სცილდება სასწავლო პროგრამას,მაგრამ მისი არჩევა განპირობებული იყო იმით, რომ
ამ დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, დაავადებული ადამიანები ერიდებიან მის გამჟღავნებას , რის შედეგადაც დაავადება პროგრესირდება.ოჯახის წევრების, ახლობლების და საზოგადოების
მხარდაჭერა დაავადებულ პაციენტს უფრო მოტივირებულს ხდის.
განხორციელებული ღონისძიებები:
სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით პროექტის მიზანზე ,აქტივობებზე,სავარაუდო შედეგებზე, შეფასების კრიტერიუმებზე.
მოსწავლეებს შორის მოხდა სამუშაოს გადანაწილება.
2014წ 17 მარტს დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეები,რომლებიც პროექტში აქტიურად არიან ჩართულები ვეწვიეთ ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოს,სადაც ფუნქციონირებს ტუბდაწესებულებისა
და ფთიზიატრიული მომსახურების ცენტრი,ხელმძღვანელი ქეთევან აბრამიშვილი.მან ჩაატარა საინტერესო საუბარი ტუბერკულოზის თემაზე.მოსწავლეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორაცია ამ დაავადების შესახებ.
მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ ჩვენს რაიონში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იკლო ...ამჟამად მხოლოდ ხუთი ადამიანია აღრიცხვაზე და გადის
მკურნალობას.(2012წელს 24 ავადმყოფი იყო აღრიცხვაზე)
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი საინფორმაციო სამახსოვრო საჩუქრად გადასცეს ცენტრის წარმომადგენლებს,ხოლო ქალბატონმა.ქეთევანმა საჩუქრად გადასცა წიგნი მოსწავლეებს,,ტუბერკულოზის მართვა ბავშვებში"
24 მარტს აღვნიშნეთ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე . .მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული ინფორმაციები ტუბერკულოზის შესახებ და გააკეთეს კომპიუტერული პრეზენტაციები.ისაუბრეს იმ ქართველ მწერლებზე და საზოგადო მოღვაწეებზე,რომლებიც ამ სენმა შეიწირა,
რის მომზადებაში მათ დაეხმარა ქართული ენის მასწავლებელი ირმა შველიძე.
დასასრულს დაურიგეს მაყურებლებს თავიანთი გაკეთებული სამახსოვროები.
გამოვუშვით კედლის გაზეთი.
შევქმენით სამახსოვრო.
შევიმუშავეთ კითხვარი და ჩატარდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სტატისტიკური კვლევა.
გამოიკითხა 50 ადამიანი
გამოკითხვის გაანალიზების შემდეგ გამოირკვა ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არც ისე კარგად ფლობს ინფორმაციას ტუბერკულოზის შესახებ.
დასკვნა:
პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის
და ჩემი მოსწავლეებისთვის
. ყველა აქტივობა გამომდინარეობდა მიზნიდან. მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებლად აზროვნებისა და ანალიზის უნარი.ინფორმაციის მოძიების და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის აზრს.
ძალიან მოსწონდათ არაფორმარულ გარემოში განხორციელებული აქტივობები.
განუვითარდათ გუნდური მუშაობის უნარჩვევები.საჭიროების შემთხვევაში შეძლეს საზოგადოების ჩართვა ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საქმეში.
ისტ-ის
ტექნოლოგიების გამოყენებით მათმა შექმნეს აუდიო- ფოტო პროდუქტები.
შეძლეს სტატიების მომზადება,გამოკითხვის ჩატარება,ინტერვიუს
აღება.
პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებში განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სწავლების პროცესის აუცილებელი პირობაა.. ისინი ხალისით ასრულებენ დავალებას.ისტ-ის
გამოყენება კი კიდევ უფრო ამაღლებს მოტივაციას
და მრავალფეროვან სასწავლო მასალის შექმნას
და გამოყენებას უწყობს ხელს.
ამ პროექტით გვინდოდა მოსწავლეებისთვის
და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია ტუბერკულოზის, როგორც საშიში დაავადების შესახებ.რომელიც მეოთხე ადგილზეა სიკვდილიანობის მიხედვით.
ჩემი
მიზანი იყო მოსწავლეებს და მოსახლეობას გაეთვითცნობიერებიათ ,რომ დაავადების დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება.
პროექტზე მუშაობის განმავლობაში არ შეგვქმნია განსაკუთრებული
დაბრკოლება ,საკუთარ ტრანსპორტს ვიყენებდით გადასაადგილებლად,ვისარგებლეთ სკოლის ფოტოაპარატით
და ვიდეოკამერით.
მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარი. შეაფასეს
თავიანთი მუშაობა პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. აგრეთვე თავიანთი შთაბეჭდილებებიც
გაუზიარეს ერთმანეთს.
დიპლომი , რომელიც მივიღეთ ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებებში აქტიური
მონაწილეობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჯანმრთელობის ხელსეწყობისა და განათლების ფოდი"-ის მიერ ( ექსპერტი გიორგი მაღრაძე)
თვითშეფასება:
სახელი და გვარი
_________________
შეაფასეთ თქვენი აქტიურობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მოცემული უჯრები გააფერადეთ თქვენი პასუხის შესაბამისად
- ინფორმაციის მოძიება- დამუშავებაში
აქტიური მონაწილეობა მივიღე □ □ □ □ □ არ მიმიღია მონაწილეობა
- პრეზენტაციის შექმნაში
აქტიური მონაწილეობა მივიღე □ □ □ □ □ არ მიმიღია მონაწილეობა
სრულად □ □ □ □ □ არასრულად
- გაკვეთილზე საგანთა შორის ინტეგრირება იყო
საინტერესო □ □ □ □ □ არ დამაინტერესა
5.ჯგუფში მუშაობა
მომწონს □ □ □ □ □ არ მომწონს
6.მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას სხვა პროექტის განხორციელებაში
კი □ □ □ □ □ არა
საყვარელო მოსწავლეებო იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:---------------------------------------------------------------------------- კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------ დიდი მადლობა დახმარებისთვის.
საყვარელო მოსწავლეებო იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:---------------------------------------------------------------------------- კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------ დიდი მადლობა დახმარებისთვის.
No comments:
Post a Comment