მთავარი გვერდი


რა არის ტუბერკულოზი?

           ტუბერკულოზი ინფექციური გადამდები დაავადებაა,რომლის გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია და ვრცელდება ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ბაქტერიაგამომყოფი პირის მიერ ჰაერის გზით.
ბავშვებში და მოზარდებში უფრო ხშირია ფილტვგარეშე ფორმები,რომელიც კარგად  ემორჩილება სწორ მკურნალობას.
        2012  წლის მონაცემებით მსოფლიოსი ტუბერკულოზის 9მლნ-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.ყოველწლიურად ავადდება 500000 მდე ბავშვი ,74000ზე მეტი კი იღუპება.ამიტომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტუბერკულოზის პრევენციას.
 ოჯახის წევრბის,ახლობლების და საზოგადოების მხარდაჭერა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს უფრო მოტივირებულს ხდის სწორი მკურნალობისათვის.
          სწორედ დაავადების  დროულად გამოვლენისა და ტუბერკულოზის შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესების საქმეში მნიშვნელოვანია სასკოლო პერსონალის როლი.


პროექტის გეგმა:

პროექტის სახელწოდება:,,ტუბერკულოზი და მასთან ბრძოლა"

პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეთა ინფორმირება ტუბერკულოზის როგორც დაავადების  და მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ.

პროექტის აქტუალურობა:ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა,ამიტომ  დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტუბერკულოზის პრევენციას.

ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე 

პროექტის მიზნები :მოსწავლეების ინფორმირება დაავადებასა და მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ.

ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში.

ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა მხარდაჭერა.

პროექტის ამოცანები:

  • გამოიკვლიონ თავიანთ რაიონში დაავადებულ ადამიანთა რიცხვი.
  • გამოიკვლიონ რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული ტუბერკულოზის შესახებ.
  • მოახდინონ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
  • მომზადდეს ბუკლეტი ტუბერკულოზთან ბრძოლის შესახებ და დარიგდეს მოსახლეობაში.
  • ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  24 მარტს ღონისძიების მოწყობა.
  • სტუმრობა ხარაგაულის შპს ,,ადითის"რაიონულ საავადმყოფოში,სადაც განთავსებულია ტუბდაწესებულება.
  • გამოუშვან კედლის გაზეთი.

 საქმიანობები:

  • სამიზნე ჯგუფის შეკრება
  • სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა.
  • ბუკლეტის დამზადება
  • ღონისძიების მოწყობა
  • კედლის გაზეთის გამოშვება

  • პროექტში მონაწილეების ასაკი,კლასი; ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტია მასში მონაწილეობენ დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები.

  • პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  • პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს და მოსახლეობას მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ .დაავადებული პაციებტის მიმართ მეტ მხარდაჭერას და გულისხმიერებას გამოიჩენენ.გაეცნობიან თუ როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი და ეცოდინებათ მასთან ბრძოლის ხერხები .

ფიზიკური რესურსები და საკანცელარიო საქონელი

  • ვიდეოკამერა
  • ფოტოაპარატი
  • კომპიუტერი
  • პროექტორი
  • თაბახის ფურცლები
  • მარკერები
  • ფერადი ფურცლები
  • ფლომასტერები

  • საგნებთან /ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი:   

  •  ბუნ.VI.8.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         ასახელებს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარულ პროფილაქტიკურ მეთოდებს (მაგ., ხელების დაბანა, ჰიგიენის პირადი ნივთების  სწორი გამოყენება, აცრა);
    ·         ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, მაღალი ძაბვა) და აღწერს მათ;

    ·         მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას (მაგ., პლაკატი, აუდიო/ვიდეო მასალა).

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: თამარ ძიძიგური

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamaridzidziguri@gmail.com

No comments:

Post a Comment