პროექტის ანგარიში

პროექტის ანგარიში

პროექტის სახელწოდება: ,,ტუბერკულოზი და მასთან ბრძოლა"
პროექტის განხორციელების პერიოდი:2014წლის თებერვალი-მარტი.
პროექტის განმახორციელებელი ადგილი:ლაშის საჯარო სკოლა
პროექტის მონაწილენი:ვინაიდან ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი ,ასაკი იყო შეუზღუდავი.მეოთხე კლასელები:დიანა ლომსაძე,ლუკა ტაბატაძე, გიორგი კალანდაძე,თორნიკე მოდებაძე, მეექვსე კლ. სალომე კვირიკაშვილი,მეშვიდე კლ.ნიკა ძიძიგური,ზურა ხარაიშვილი,მერვე კლ. ხარაიშვილი დათო,ქველიაშვილი გიორგი.
განხორციელებული ღონისძიებები:  
მოსწავლეებს შორის მოხდა სამუშაოს გადანაწილება.
2014 17 მარტს  დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეები,რომლებიც პროექტში აქტიურად არიან ჩართულები ვეწვიეთ ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოს,სადაც ფუნქციონირებს ტუბდაწესებულებისა და ფთიზიატრიული მომსახურების ცენტრი,ხელმძღვანელი ქეთევან აბრამიშვილი.მან ჩაატარა საინტერესო საუბარი ტუბერკულოზის თემაზე.მოსწავლეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორაცია ამ დაავადების შესახებ.
წლის
         მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ ჩვენს რაიონში ტუბერკულოზით  დაავადებული  ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იკლო ...ამჟამად მხოლოდ  ხუთი  ადამიანია აღრიცხვაზე და გადის  მკურნალობას.(2012წელს 24 ავადმყოფი იყო აღრიცხვაზე)
  მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი საინფორმაციო სამახსოვრო საჩუქრად გადასცეს ცენტრის წარმომადგენლებს,ხოლო ქალბატონმა.ქეთევანმა საჩუქრად გადასცა წიგნი ,,ტუბერკულოზის მართვა ბავშვებში"
           24 მარტს აღვნიშნეთ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე.ღონისძიება ინფორმაციული და ემოციებით დატვირთული გამოვიდა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული ინფორმაციები ტუბერკულოზის შესახებ და გააკეთეს კომპიუტერული პრეზენტაციები.ისაუბრეს იმ ქართველ მწერლებზე და საზოგადო მოღვაწეებზე,რომლებიც ამ სენმა შეიწირა.დასასრულს დაურიგეს მაყურებლებს თავიანთი გაკეთებული სამახსოვროები.
გამოვუშვით კედლის გაზეთი.
შევქმენით სამახსოვრო.
შევიმუშავეთ კითხვარი და დავიწყეთ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სტატისტიკური კვლევა.
გამოიკითხა 100 ადამიანი
ანკეტა მოიცავდა შემდეგ კითხვებს:.
სახელიგვარი:    სქესი :  
ცნობილია თუ არა შენთვის ტუბერკულოზის როგორც დაავადების შესახებ?
იცით თუ არა ის სიმპტომები რაც ახასიათებს ამ დაავადებას?
არის თუ არა ტუბერკულოზი საყოველთაო პრობლემა?
პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანის თანადგომისათვის?
არის თუ არა შენს გარშემო ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი?

ფლობთ თუ არა ინფორმაციას ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით?

დასკვნა:

პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანი იყო ჩემი მოსწავლეებისთვის.ყველა აქტივობა გამომდინარეობდა მიზნიდან.მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებლად აზროვნებისა და ანალიზის უნარი.ინფორმაციის მოძიების და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის აზრს.
ძალიან მოსწონდათ არაფორმარულ გარემოში განხორციელებული აქტივობები.
განუვითარდათ გუნდური მუშაობის უნარჩვევები.საჭიროების შემთხვევაში  შეძლეს საზოგადოების ჩართვა ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საქმეში.
ტექნოლოგიების გამოყენებით მათმა შექმნეს აუდიო- ფოტო პროდუქტები.
პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებში განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სწავლების პროცესის აუცილებელი პირობაა.. ისინი ხალისით ასრულებენ დავალებას.
პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას:
ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება.
ინფორმაციის კლასიფიკაცია
.საღი მსჯელობა და აღქმა.
.ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

სალომე კვირიკაშვილი: ჩემთვის საინტერესო იყო პროექტში მონაწილეობა.გავიგე ბევრი რამ ტუბერკულოზის, როგორც საშიში დაავადების შესახებ. მოვიძიე ინფორმაცია  იმ გამოჩენილი ადამიანების შესახებ რომელიც ამ სენმა იმსხვერპლა.აქტიური მონაწილეობა მივიღე გაზეთის გამოშვებაში.კმაყოფილი ვარ ,რომ ჩავერთე ამ პროექტში.
















ხარაიშვილი დავითი:ამ პროექტით ძალიან ბევრი საინტერესო გავიგე ტუბერკულოზის ,როგორც დაავადების,  ასევე მასთან ბრძოლის ხერხების შესახებ.  მონაწილეობა მივიღე  კედლის გაზეთის გამოშვებაში ასევე სტატისტიკურ გამოკვლევაში.
ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა.
















ნიკა ძიძიგური: ეს პროექტი ძალიან საინტერესი იყი ჩემთვის. .გავიგეთ ძალიან ბევრი ტუბერკულოზის შესახებ და ამ დაავადებით დაღუპული მწერლების და პოეტების ბიოგრაფიასაც გავეცანით.



დიპლომი, რომელიც მივიღეთ ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის

No comments:

Post a Comment